საშინელება ტრიალებს – ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 22 წლის ბიჭი ემსვერპლა

საშინელება ტრიალებს – ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 22 წლის ბიჭი ემსვერპლა

ფოთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 22 წლის თომა პა­ჭ­კო­რიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ მის დე­დას თვა­ლებ­ში, არ ვი­ცით. 22 წლის უკარ­გე­სი შვი­ლი და­კარ­გა. თომა მალე და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­და, რო­გორც ვიცი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. უპა­ტი­ოს­ნე­სი, ძა­ლი­ან თბი­ლი ბავ­შვი იყო. ზო­გა­დად, ეგ მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ავა­რია მოხ­და, სა­ში­ნე­ლი ად­გი­ლია. უამ­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა მანდ. რა გახ­და ამ გზა­ზე კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა ემსხვერ­პლოს ავა­რი­ას” – ამბობენ დაღუპულის ახლობლები ambebi.ge-სთან საუბრისას.

Leave a Comment