
რუსთაველის თეატრის მსახიობი – მანანა აბრამიშვილი, სოციალური ქსელით, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“გასკდა გული. როგორ მიყვარს ეს კარგი ბიჭი. ვერასოდეს მოგინელებთ ვერავინ, გიო. ღმერთოო, რატომ, რისთვის? არაა!!! არ მჯერაა!!! ჩვენი კეთილი ოქრო გიო” – წერს მსახიობი ფეისბუქზე.
ზმნა.ჯი მანანას დაუკავშირდა. მსახიობი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის.
მანანა აბრამიშვილი: გიორგი ნავერიანი17 წლის იყო. გიოსთან ერთად ერთ სპექტაკლში მესტიის კულტურის ცენტრში ვითამაშე.
ძალიან მიყვარდა, უკეთილესი, ვაჟკაცური ბიჭი იყო. მესტიაში ერთი თვე მომიწია ყოფნა. სულ ერთად ვიყავით. გვერდიდან არ მშორდებოდა.
გუშინ რომ ეს ამბავი გავიგე, ძალიან განვიცადე.
თბილისში არ ვარ. ჯერჯერობით, არ ვიცი გარდაცვალების მიზეზი და დეტალები.
წყარო : Zmna.ge
Post Views: 1,083



