UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ UFC-ში თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც „ელ მატადორი“ სოციალურ ქსელში წერს, მას ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს.
„2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლებს არ მივიღებ, რადგან პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. ამიტომ, ჯერ მინდა ჩემს შვილებზე ვკონცენტრირდე და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, დივიზიონი შევაფერხო. UFC მოაწყობს ყველა საჭირო ბრძოლას და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მე ვაცნობებ მატჩმეიკერებს, რომ მზად ვარ დასაბრუნებლად“, – დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
ილია თოფურიას ამ განცხადებას მისი ყოფილი მეტოქე მაქს ჰოლოვეი გამოეხმაურა და დაწერა :
“ვწუხვარ ჩემპიონო. თუ ეს ისაა, რასაც მე ვისმენ, მაშინ პირადად ვიცი რა ბრძოლა გიწევს შვილების დაცვასთან ერთად. იმედია ყველაფერი კარგად იქნება” – წერს ჰოლოვეი.
ჰოლოვეის ამ კომენტარს თავად ილია გამოეხმაურა და მაქსს მადლობა მოუხადა.






