იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?

გაეზრდებათ თუ არა მასწავლებლებს ხელფასი 2026 წელს ? – ფინანსთა მინისტრის განცხადება

2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს.

როგორც კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის იმგვარი ზრდა, რომელიც სამი წლის პროგნოზით იყო გათვალისწინებული და დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა შეადგინა.

„მოგეხსენებათ გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ერთბაშად. დაახლოებით, სამი წლის ზრდის პროგნოზი რაც იყო, ის ერთიანად მოხდა, ანუ, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა მოხდა მასწავლებლის ხელფასის, შესაბამისად, წელს აღარ არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული, თუმცა საათობრივი გადანაწილებით შეიძლება, ნაწილს მათგანს გაეზარდოს. ზრდა წელს გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში, პარლამენტში განხილვის დროს იყოს ეს მოთხოვნა და 20%-იანი ზრდა გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ნაწილში. ვგულისხმობ მანდატურებს, ექთნებს, დამლაგებლებს – ვინც ტექნიკური პერსონალია სკოლაში, გარდა მასწავლებლებისა,“ – განაცხადა კაკაურიძემ.

Leave a Comment