ფოტო მოდელ ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას წყვილის გარშემო ინტერესი არ წყდება. წყვილი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაშორდა და ამის შესახებ გამომწერებს თავად ალექსანდრამ აცნობა. გუშინ კი მოდელმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ დავით კოდუას დედამ, ის და მისი შვილი სახლიდან გააგდო. თუმცა, დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში, განაცხადა, რომ აღნიშნული მისი სახლი იყო და არავინ გაუგდია.
კოდუა-პაიჭაძის წყვილის სკანდალთან დაკავშირებით, “პრაიმ ტაიმი” მოდელის ყოფილ შეყვარებულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაუკავშირდა.
– ბატონო დავით, რას იტყვით ალექსანდრა პაიჭაძის და დედათქვენის სკანდალის შესახებ…
– არაფერი არ მომხდარა, ლაურა ალექსანდრას არ შეხვედრია და ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაძაბული ურთიერთობები. არ ვიმყოფები საქართველოში, დროებით, ესპანეთში ვარ და ვინ რა თქვა, არ ვიცი.
– ალექსანდრამ დაწერა თავის ინსტაგრამზე, რომ დედათქვენმა ბინა დაატოვებინა…
– არ ვიცი არაფერი. ალექსანდრას ჰკითხეთ. არაფერი მომხდარა.
წყარო : პრაიმტაიმი





