რა ფერებში შევხვდეთ ცეცხლოვანი ცხენის წელს იმისთვის, რომ წარმატება მივიზიდოთ – ხშირად დასმულ ამ შეკითხვას ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო ასე პასუხობს:
„არის ასეთი უკრაინელი ეზოტერიკოსი, ალექსეი გრიშენი, მის ვიდეოს ვუყურე და თეორიაში აბსოლუტურად ვეთანხმები – ნამდვილი ცეცხლოვანი ცხენი თებერვლის დასაწყისში შემოდის, ახალ წელს არ მოვა შენთან, არ შემოგხედავს, ამას ცისფერია აცვია და წარუმატებელი წელი ჰქონდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ ეზოტერიკული კუთხით გაინტერესებთ, უნდა დააკვირდეთ, სად იქნება ვენერა მაგ დროს, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს.
მაგ პერიოდში ვენერა თხის რქაშია. რა უყვარს თხის რქას? ელეგანტურობა და მკაცრი ფერები – ყავისფერი, მწვანე, სადა, ელეგანტური, სწორი ფასონები. თუ გინდათ, რომ ცხენი გაახაროთ და წარმატება მოგცეთ, თებერვლის დასაწყისში აღნიშნეთ კიდევ ერთი ახალი წელი“, – ამბობს ეზოტერიკოსი.





