UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დვალიშვილი ოქტაგონს 2026 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება და პიოტრ იანთან ტრილოგიას გამართავს.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად UFC-ს არ დაუდატსურებია, თუმცა მერაბის ხანგრძლივი ჩემპიონობის გამო, ქართველი მებრძოლი პირდაპირ კვლავ ქამარზე იჩხუბებს.
თავად პიოტრ იანს სურს, რომ დვალიშვილი ჯერ უმარ ნურმაგომედოვს ეჩხუბოს და გამარჯვების შემთხვევაში შეებრძოლება მას.
Post Views: 3,566





