“ჯაკუზიში ყოფნისას ზედმეტი ქლორი შეისუნთქე, იანმა ისე მოგარტყა რომ…” – ცნობილმა რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილს უხეშად მიმართა

“ჯაკუზიში ყოფნისას ზედმეტი ქლორი შეისუნთქე, იანმა ისე მოგარტყა რომ…” – ცნობილმა რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილს უხეშად მიმართა

მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პიოტრ იანს მატყუარა უწოდა. „მანქანამ“ იანის მეგობრებზეც დაწერა და ანატოლი მალიხინი გაიხსენა — მებრძოლი, რომელმაც მერაბთან წაგებული სანაძლეოს პირობა არ შეასრულა და დაპირებული 50 000 აშშ დოლარი სრულად არ გადაურიცხა.

მალიხინმა და მერაბმა ალჯამეინ სტერლინგისა და პიოტრ იანის მეორე ჩხუბზე სანაძლეო დადეს და წაგებულს გამარჯვებულისთვის 50 000 დოლარი უნდა გადაეცა. „ალჯომ“ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა მალიხინმა პირობა ბოლომდე არ შეასრულა და მერაბს თანხის მხოლოდ ნაწილი გადაურიცხა.

„მანქანის“ პოსტის შემდეგ რუსმა მებრძოლმა ვიდეო გამოაქვეყნა და დვალიშვილს უპასუხა:

„ან ჯაკუზიში ყოფნისას ზედმეტი ქლორი შეისუნთქე, ან შენმა ღვიძლმა ყველა ტოქსინი გამოუშვა (ეს იმიტომ ახსენა, რომ ბრძოლის დროს იანმა მერაბს ღვიძლში ძლიერად მოარტყა და დვალიშვილმა ტკივილისგან დაიყვირა კიდეც) და მათ შენს ტვინს დაარტყეს. ფული მოგცეს და დარჩენილი ნაწილი ტაილანდში, პირადად ჩემგან უნდა მიგეღო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, უკან დაიხიე და არ გამოჩენილხარ.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილსა და იანს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთში დაბრუნებულმა პიოტრმა განაცხადა, რომ X-ზე მერაბთან მას არ უსაუბრია. იანის ნაცვლად, „მანქანას“ მისი მენეჯერი ელაპარაკებოდა.

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment