ანიტა აბგარიანის დედა თეონა დოლიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ბოლო სტატუსი ევროვიზიაზე![]()
როცა ვინმეს აფასებ ადამიანი, უნდა იყო სამართლიანი და ობიექტური. არასამართლიანობა გერთვება
მაშინ, როცა რამის გეშინია. და ის 2 ქულები იყო შიში, რომელიც ანიტას სიმღერის გამოსვლის დღიდან გაუჩნდა მოწინავე ქვეყნებს. რეიტინგის სათავეში ყოფნა, ყველას საუკეთესო შეფასება, ფაქტია დაფრთხა კონკურენტები, ვისაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ანიტას ნომერი. ამას მოწმობს ეგ დაბალი ქულები, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს.
მე ერთს გეტყვი დედი Anita Abgariani
დიახ! ეშინოდეთ შენი, შენ შეუდარებელი ხარ და ეს აღიარა ყველამ. შენი ვარსკვლავი ისე ანათებს ყველას დაუბრმავა თვალი და დაუბინდა გონება![]()
როცა კომპოზიტორი, რომელმაც შედევრი გაჩუქა, ხელებს გიკოცნის Giga Kukhianidze, როცა პედაგოგი Manana Morchiladze ზე კმაყოფილია შენით და მთელი საქართველო გამარჯვებულად გთვლის, ეს ყველაზე დიდი გამარჯვება და ჯილდოა![]()
შენ უამრავი გულშემატკივარის სიყვარული გაქვს და ეს ყველაზე მთავარია![]()
მადლობა საქართველოს ჟიურის ღირსეული საქციელისთვის, მათაც შეეძლოთ კონკურენტის დაჩაგვრა, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი.
მადლობა საქართველოს და ყველას ვინც კი ერთი ხმა მიეცით ანიტას, არ ვთვლი რომ ხალხი გვერდით არ დაუდგა, სტანდარტულად საქართველოდან 60 ქულამდე მიდის ხმებით, ცოტანი ვართ, პატარა ქვეყენა ვართ და ბევრი ათეულ მილიონიანი ქვეყნები ჩამოვიტოვეთ უკან. ეს დიდი წარმატებაა![]()
ყველას ძალიან დიდი მადლობა (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) ვინც კი თითო აგური დადო ანიტას ესე ღირსეულად გამოსვლაში, თითოეულ მონაწილეს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ანიტას საყვარელ რანინელებს რანინა • 1tv.geზღვის შვილები • Zghvis Shvilebi • Children of The Seaბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლარევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლა / Revaz Lagidze Musical School გვერდში დგომისთვის.
ყველაზე დიდი მადლობა დედიკო შენ რომ დაუვიწყარი ნომერი გვაჩუქე.
შენი წარმატების გზა გუშინ დაიწყო და დარწმუნებული ვარ სულ იქნება კაშკაშა![]()
ანათე როგორც ვარსკვლავი![]()
Shine Like A Star
“





