ჯორჯინა უზკატეგუის ადვოკატები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ

ჯორჯინა უზკატეგუის ადვოკატები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ

მსოფ­ლიო სპორ­ტის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი მო­ექ­ცნენ. წყვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მა­გა­ლი­თად ით­ვლე­ბო­და, მწვა­ვე სა­მარ­თლებ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბა­შია. ეს­პა­ნუ­რი მე­დია და Yahoo Sports-ი სენ­სა­ცი­ურ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც შან­ტაჟს, ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო და­ვას მო­ი­ცავს.

ჯორ­ჯი­ნას ად­ვო­კა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია: “ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა“

მას შემ­დეგ, რაც ილია თო­ფუ­რი­ამ სა­ჯა­როდ მი­ა­ნიშ­ნა შან­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა­ზე, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ დუ­მი­ლი და­არ­ღვია. გა­მო­ცე­მა La Otra Crónica-სთვის გაგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში, ად­ვო­კა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ, მათი სი­ტყვე­ბი ზუს­ტად ისე იქ­ნას გა­გე­ბუ­ლი, რო­გორც წე­რია და არ მოხ­დეს მათი ინ­ტერპრე­ტა­ცია.

“იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ვრცელ­დე­ბა და რომ­ლებ­საც აქვთ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, მი­ვიჩ­ნევთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა:

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც არის მკაც­რად პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ხა­სი­ა­თის და რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეხე­ბა არას­რულ­წლო­ვანს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით – ჩვენს კლი­ენ­ტსა და ილია თო­ფუ­რი­ას სა­ერ­თო შვილ­ზე ზრუნ­ვის გამო – ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა აირ­ჩია გზა, რომ არ გა­ა­კე­თოს არა­ნა­ი­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ მივ­მარ­თავთ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა თავი აა­რი­დონ სპე­კუ­ლა­ცი­ებს ან პა­რა­ლე­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­წყო­ბას და გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­ტი­ვის­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის მი­მართ.“

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მკა­ფიო გზავ­ნი­ლი იკი­თხე­ბა:

პირ­ველ რიგ­ში, დაც­ვის მხა­რე თო­ფუ­რი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებს შან­ტა­ჟის შე­სა­ხებ პირ­და­პირ უწო­დებს „ცი­ლისმწა­მებ­ლურს“ და სი­მარ­თლეს­თან შე­უ­სა­ბა­მოს; ამას­თან, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯორ­ჯი­ნას დუ­მი­ლი არა არ­გუ­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, არა­მედ მხო­ლოდ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა; სა­ბო­ლო­ოდ კი, ად­ვო­კა­ტე­ბი მე­დი­ას მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ისი­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას არა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, არა­მედ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით აპი­რე­ბენ.

ბრალ­დე­ბა სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ზე: რას წერს Yahoo Sports?

Yahoo Sports-ი, ჟურ­ნა­ლისტ ისა­ბელ რა­ბა­გო­ზე დაყ­რდნო­ბით, ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით შორს წა­ვი­და. მათი ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც თო­ფუ­რი­ამ ოქ­ტომ­ბერ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, ჯორ­ჯი­ნამ მას სას­ტი­კი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით უპა­სუ­ხა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ხაზს უს­ვამს, რომ ეს­პა­ნუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მსგავს ბრალ­დე­ბას მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე თო­ფუ­რი­ას მი­მართ არც და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გა­ცე­მუ­ლა და არც მი­ახ­ლო­ე­ბის აკ­რძალ­ვა და­წე­სე­ბუ­ლა.

ოთხთვი­ა­ნი კრი­ზი­სი და „ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა“

წყვი­ლის გან­შო­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც ირ­კვე­ვა, ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­დნენ, კუ­ლი­სებ­ში ფი­ნან­სუ­რი და პერ­სო­ნა­ლუ­რი დავა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

კრი­ზი­სის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი მა­შინ გაჩ­ნდა, როცა ვე­ნე­სუ­ე­ლელ­მა ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა თო­ფუ­რი­ას “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მო­წე­რა გა­უ­უქ­მა, მათ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი წა­შა­ლა და და­ი­წყო პოს­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა “ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა” და “ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე”.

ილია თო­ფუ­რი­ას პო­ზი­ცია

თო­ფუ­რი­ამ თა­ვის ბოლო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი „იდე­ა­ლუ­რად აქვს დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი“ და დუ­მილს მხო­ლოდ შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინარ­ჩუ­ნებს. წყვილს სა­ერ­თო 2 წლის გო­გო­ნა ჰყავს, ილია კი ასე­ვე ზრდის 8 წლის ვაჟს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან.

ამ დრო­ის­თვის, დავა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გრძელ­დე­ბა და რო­გორც ჯორ­ჯი­ნას მხა­რე აცხა­დებს, ისი­ნი არ აპი­რე­ბენ დე­ტა­ლე­ბის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვას, რათა არას­რულ­წლო­ვა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­ზი­ან­დეს.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment