გარდაიცვალა ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა.
84 წლის ასაკში გარდაიცვალა “სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ სუხიშვილის მეუღლე ინგა თევზაძე.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილი ნინო სუხიშვილი წერს: “R. I. P. გაგვიფრინდა ჩვენი ლამაზი ინგა”.
ახლობლების თქმით, ინგა თევზაძე ბოლო წლებში ავადმყოფობდა.
Post Views: 2,760





