24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში დიზაინერი, დალი ჩიტალაძე ეხმაურება და წერს, რომ სიცოცხლისთვის რუსუდან ჩხაიძე ორი თვე იბრძოდა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა მას ვირუსი შეეყარა:
„ბედნიერებაა როცა ასეთ ადამიანს შეხვდები შენი ცხოვრების განმავლობაში. მართალია ჩემი საუკეთესო მეგობრის დედაა, მაგრამ ის ყველა ანრის მეგობრის დედა იყო, თავისი მზრუნველობით, საოცარი იუმორით და კეთილშობილებით. დღეს გაგვიფრინდა მისი ლამაზი სული, რომელიც 2 თვეზე მეტი იბრძოდა და სიცოცხლეს ებღაუჭებოდა. ის ამაყი დედა წავიდა ამ ქვეყნიდან, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე, კარიერა, ენერგია უძღვნა ოჯახს და შვილებს, 3 უნიჭიერესი, ლამაზი და საამაყო შვილები აჩუქა საქართველოს. ამ სიუჟეტში მქონდა ბედნიერება სტუმრად მყოლოდა უნიჭიერესი კომპოზიტორი, მრავალშვილიანი დედის სტატუსით, ჩემი რუსიკო, მიყვარდა და მეყვარება ძალიან, მისი უშრეტი ენერგიით და სიკეთით“, – წერს დალი ჩიტალაძე.





