„ძალიან ფრთხილად იყავით, სანამ შეიძენთ…“ – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

რა ელის საქართველოს 2026 წელს – რას წინასწარმეტყველებს გოგა მანია ?

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც თემაზე: „რა ელის საქართველოს 2026 წელს“ – ისაუბრა.

ეზოთერიკოსმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა საკუთარ თავში ბალანსი უნდა იპოვონ.

მან 2026 წელს „თავიდან დაბადების წელს“ უწოდებს.

„საქართველომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა. დასრულდა მთავარი და დიდი პრობლემები. 2026 წელი იქნება „თავიდან დაბადების წელი“. დასრულდება ძველი ციკლი და გადავალთ საოცარ ეტაპზე. აუცილებლად გაუმართლებთ ადამიანებს, რომლებიც ბალანსს დაიცავენ.

მთავარი წესი არის ბალანსის დაცვა, სულიერებასთან ახლოს ყოფნა, მედიტაცია, ლოცვა. განკურნების წელი. ეს იქნება წარმატების, განკურნების, დაბალ ვიბრაციული ენერგიების მოშორების. შესაბამისად იგრძნობენ ენერგეტიკულ მოზღვავებას.

პრობლემა იმაში არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დოზირება და ბალანსის დაცვა. საკუთარ თავში უნდა შევძლოთ ამ ბალანსის პოვნა, მერწმუნეთ კარგი წელი ელოდება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს“, – ამბობს გოგა მანია.

Leave a Comment