
ჯონ კენედის შვილიშვილი, ჟურნალისტი და მწერალი ტატიანა შლოსბერგი, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
ტატიანა 35 წლის იყო.
„ჩვენი ულამაზესი ტატიანა დღეს დილით გარდაიცვალა. ის ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება“, – წერს ოჯახი სოციალურ ქსელში.
შლოსბერგმა 22 ნოემბერს The New Yorker-ში დაწერა, რომ მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია ჰქონდა, იშვიათი მუტაციით, რომელსაც Inversion 3 ეწოდება. დიაგნოზი მას 2024 წლის 25 მაისს დაუსვეს, როდესაც მეორე შვილი გააჩინა.
ტატიანა შლოსბერგმა ხუთი კვირა ნიუ-იორკში, კოლუმბია-პრესვიტერიანულ საავადმყოფოში გაატარა, სანამ სახლში ქიმიოთერაპიას დაიწყებდა და მოგვიანებით ძვლის ტვინის გადანერგვას გაიკეთებდა.
Post Views: 1,201





