ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. წერეთლის გამზირზე მომხდარ უმძიმეს ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
- არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან თამარ კვაჭაძე (გერმანიშვილი) და იაგორ ენგიბარიანი. ორივე გარდაცვლილი თელაველი იყო.
გოგონა საღამოს თელავიდან თბილისში ტაქსით წამოვიდა, რომელსაც ენგირარიანი მართავდა. თითქმის სახლთან მისული კი უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა.
“დეტალები ჩვენ არაფერი არ ვიცით, როგორ მოხდა ზუსტად ავარია, არც ეს ვიცით. მარტო ის ვიცი, რომ ჩემი უსაყვარლესი გულიანი ერთგული და უბოროტო ადამიანი აღარ მყავს. იაგორი გამოცდილი მძღოლი იყო, ბავშვობიდან საჭესთან იჯდა, წლებია, ტაქსაობდა. ყველა კარგად იცნობს და იციან როგორი ადამიანი იყო. ყველა იმ გოგოს ვტირით, ის გოგო მაინც გადარჩენილიყოო, ალბათ თვითონ რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა” – გვიყვებიან გარდაცვლილი ტაქსისტის ახლობლები.
თამარი ახალი დაოჯახებული იყო. მშობლიურ თელავში ახალი წლის აღსანიშნად ჩავიდა.
“დიდი ტრაგედია მოხდა, ჩვენი თამარი აღარ არის. ახალი გათხოვილია, თელავიდან არის წარმოშობით, ახალი წლისთვის თელავში იყო ჩამოსული. გუშინ თქვა, სამსახურში უნდა გავიდეო და თბილისში წამოვიდა. ტაქსით მიდიოდა, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ფაქტობრივად, სახლთან იყო მისული, რომ მანქანა ბოძს დაეჯახა. მეორე გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია” – გვიყვებიან თამარ კვაჭაძის ახლობლები.
ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. წერეთლის გამზირზე მომხდარ უმძიმეს ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
წყარო : Ambebi.ge





