ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. წერეთლის გამზირზე მომხდარ უმძიმეს ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
- არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან თამარ კვაჭაძე (გერმანიშვილი) და იაგორ ენგიბარიანი. ორივე გარდაცვლილი თელაველი იყო.
გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ავარიის კადრებს აქვეყნებს.
Post Views: 5,598





