ილია II-ის მიერ დაწერილი ლოცვა – ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას

ილია II-ის მიერ დაწერილი ლოცვა – ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას

⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწერილი ლოცვა

✨ „მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!

✨ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!

✨ დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.

✨ შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!

✨ შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან.

✨ შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“

Leave a Comment