ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში

ირაკლი აღარ გვყავს – უდიდესი ტრაგედია, ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

53 წლის ასაკში პოლიტიკოსი ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ის მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკოსმა ესპანეთის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ხანგრძლივ პროცედურულ მკურნალობაზე საუბრობდა.

შიხიაშვილი 1992-1993 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”);

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი “ახალი მიმარჯვენეები”);

2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ;

2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო – საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ;

2010 წლის მაისიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;

2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია “თავისუფლება”-ს თავმჯდომარე;

2013-2014 წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;

2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი.

Leave a Comment