როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი სახეები სოფო ბედიას მიერ შესრულებულ სიმღერას, “პრისონერას”?

როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი სახეები სოფო ბედიას მიერ შესრულებულ სიმღერას, “პრისონერას”?

მომღერალმა სოფო ბედიამ საახალწლოდ, ტელეკომპანია “იმედის” სატელევიზიო ეთერში სერიალიდან “გრძნობათა ტყვეობაში” სიმღერა “პრისონერა” შეასრულა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოფოს მიერ შესრულებულ სიმღერას ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის იუმორისტი და “ინფლუენსერი” დათუნა ტატულაშვილი, ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი გიორგი ნაზღაიძე და ჟურნალისტი ვიკა ბუკია. მათ ვიდეო შარჟები ჩაწერეს.

კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში უპასუხა სოფო ბედიას მეუღლემ, მიშა მესხმა:

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები…”

აღსანიშნავია, რომ სოფო ბედიას ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა სერიალის “გრძნობათა ტყვეობაში” მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა, გაბრიელა სპანიკმა, რის შემდეგაც სოფომ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ქარავანი კი შლიგინით მიჰქრის დიდი შლეიფით…gabriela spanic”

Leave a Comment