„ძალიან ფრთხილად იყავით, სანამ შეიძენთ…“ – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

„2026 წლის პირველი წინასწარმეტყველება… მძიმეა ამაზე საუბარი, შავი ზარები დაირეკება“ – გოგა მანიას უმძიმესი წინასწარმატყველება

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამ წლის პირველ წინასწარმეტყველებაზე ექსკლუზიურად საუბრობს. 

„საზოგადოებას ვეტყოდი, რომ იყვნენ ფრთხილად. სკოლასთან, ან უნივერსიტეტთან მოხდება სისხლიანი გარჩევა (მკვლელობა). წლის მეორე ნახევრიდან მიწისძვრები მოიმატებს. ამას ხშირად ვიძახი და ახლაც ვიტყვი, ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან და მანქანაში წინ არ დაისვან. მძიმეა ამაზე საუბარი, თუმცა მოხდება ისეთი მკვლელობა, სადაც კვალის დაფარვის მიზნით ადამიანის დაწვას შეეცდებიან.

ასევე, ფრთხილად იყავით ბენზინგასამართ სადგურებთან. მოიმატებს კანის დაავადებები. 

2026 წელს გარდაიცვლება მთავარი ბერი, წინამძღვარი, დიდი ჯვრის მატარებელი. შავი ზარები დაირეკება ეკლესიებზე.  

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ გაჩერდება. რუსეთში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წყალდიდობა. 

კარგს რაც შეეხება, კიბო და ალცჰაიმერის დაავადება შემცირდება. 

წყარო : Primetime.ge

Leave a Comment