ირანელი აქტივისტი, ერფან სოლტანი, დღეს, სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ირანელი დემონსტრანტის ოჯახის ცნობით, ერფან სოლტანი შესაძლოა სიკვდილით ნებისმიერ დროს დაისაჯოს.
ცნობისთვის, 26 წლის აქტივისტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
Post Views: 2,534





