ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს შეატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ შეგვატყობინეს, თანაც საკმაოდ დაბეჯითებით – თუმცა ვნახავთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი – მაგრამ გვითხრეს, რომ მკვლელობები ირანში წყდება, უკვე შეწყდა კიდევაც და სიკვდილით დასჯა დაგეგმილი არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ინფორმაცია მას „ახლახან“ მიუვიდა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი ამბობდა, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ტრამპმა.

Leave a Comment