მომღერალი და წამყვანი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორს ეხმაურება.
“აქ ვიღაც დასასვენებლად არის ორი დღით, ვიღაც საქმეზე და მივლინებით რეგიონებში თავის თანამშრომლებთან.
დამსვენებლები ფოტოზე, სხვები საქმეზე და ა. შ. ამ ყველაფერზე კი ვინც ამორალურ ე. წ. პიარს აგებს, ყველა ფსკერს ქვემოთაა მორალითაც, ადამიანობითაც, ინფორმაციულადაც და სამართლებრივადაც.
ალბათ, უკვე მიხვდნენ რა იკადრეს და რა არ უნდა ეკადრებიანათ, მართლა ყელში ამოვიდა თქვენი ზნედაცემული ჭორიკნობები და სანამ რამეს დაწერთ, ცოტა დაფიქრდით, იქნებ, რა ხდება სინამდვილეში!..
პ. ს. სახელმწიფოს ფულით არასდროს დამისვენია, არც არავის შემოუთავაზებია და არც მომავალში ვაპირებ!” – წერს ბაბი კირკიტაძე და ფოტოს აქვეყნებს.
Post Views: 378





