“ოჯახმა ბოდიში მოგიხადათ?” – რა უპასუხა კესარია აბრამიძის დედამ შეკითხვას ?

“ოჯახმა ბოდიში მოგიხადათ?” – რა უპასუხა კესარია აბრამიძის დედამ შეკითხვას ?

გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მორიგ ეპიზოდში, რომელიც ეთერში 21 იანვარს გავა, მაყურებელი იხილავს ინტერვიუს კესარია აბრამიძის დედასთან.

როგორც „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში კესარია აბრამიძის დედა აღნიშნავს, ის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია.

„დიდი იყო და ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა, მესმოდა მისი და ეს თუ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ეს არის საშინელება“.

კითხვაზე: არის თუ არა კმაყოფილი განაჩენით, კესარია აბრამიძის დედა აღნიშნავს: „კი ის გარეთ მზის სინათლეზე… რა უნდა მაგას გარეთ“.

ამასთან, როგორც კესარია აბრამიძის დედა ამბობს, მას ბექა ჯაიანთან და მის ოჯახთან დაკავშირება, ან რაიმე სახის ტექსტური შეტყობინების გაგზავნა არასდროს უცდია: „არასოდეს! აზრი მითხარით, რა?“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე: „ოჯახმა ბოდიში მოგიხადათ?“ – კესარიას დედა აღნიშნავს: „ტელევიზიით, დედამისმა რაღაც თქვა“.

Leave a Comment