ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის სპორტინგთან 2:1 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
გიორგი ქოჩორაშვილი კი მატჩში მეორე ტაიმის მიწურულს გამოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე წამით მოუწია თამაში.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 10-დან 7.6 ქულით შეაფასა.
Post Views: 648




