ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ:
,,დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, მაშინ ეს ნიშანი არ დააიგნოროთ. კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან არ უნდა ამოდიოდეს, ან თუ ამოვა, მხოლოდ მცირე მოცულობით და იშვიათად. მაგრამ, როდესაც ადამიანს გასტროეზოფაგური რეფლუქსი აქვს, კუჭის მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ამოსდით საყლაპავში.
როგორც კი კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოვა, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, თავის ტვინში ცდომილი ნერვი გააქტიურდება, ის კი ადამიანის სანერწყვე ჯირკვლებს გაააქტიურებს. განსაკუთრებით ყბისქვეშა ჯირკვალს. ამის ფონზე, პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა და მთელი ღამის განმავლობაში ადამიანს პირიდან გადმოსდის.
დეტალურად ნახეთ, ვიდეო:





