აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში ეკონომიკურ სამიტზე იმყოფებოდა, რა დროსაც, მედიას არ გამოჰპარვია შესამჩნევი სილურჯეები მის ხელებზე.
- ტრამპმა თვითონვე უპასუხა ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვას და თქვა, რომ სისხლჩაქცევები მის ხელებზე “ასპირინის ჭარბი რაოდენობის მიღების ბრალია”

“ამბობენ, რომ თუ გული გიყვარს, ასპირინი დალიე, მაგრამ თუ არ გინდა, რომ ოდნავ სისხლჩაქცევები გაგიჩნდეს, ასპირინი არ მიიღო. მე დიდი რაოდენობით ასპირინს ვიღებ.

ექიმმა მითხრა, ამის მიღება არ არის აუცილებელი, თქვენ ძალიან ჯანმრთელი ხართ”. მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ ვაპირებ გავრისკო“, – თქვა ტრამპმა.
Post Views: 1,136





