პროფესორი ივანე ჩხაიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მაყურებელს განუმარტავს, შეიძლება თუ არა ბავშვის გაციებისას მისი ბანაობა:
„აუცილებლად მიიღეთ შხაპი. ეს შიში არსებობს და გავრცელებულია, რომ სანამ ავად არის, ბანაობა არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, ბავშვი თუ რამდენიმე დღეა ავად არის და ოფლიანობს, ამით ხელს უწყობთ სხვადასხვა ინფექციის გავრცელებას. ეს არის სერიოზული საკითხი, ზოგადად ჰიგიენაზე ვსაუბრობთ. თბილ აბაზანაში შეგყავთ და თბილი აბაზანიდან გამოგყავთ თბილ ოთახში, აქ არანაირი გართულება არ იქნება არავითარ შემთხვევაში. თეორიულად ვამბობ, გართულება იქნება მაშინ, თუ პირობები არა გაქვთ, აბაზანიდან ოთახში გამოსვლისას დიდი ტემპერატურული ცვალებადობაა, რაც ალბათ, წარმოუდგენელია საქართველოში. ჩვენთან ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე სადმე სხვაგან. ბანაობისას ვერანაირად ვერ გაცივდება, მით უმეტეს, თუ შენარჩუნებული გექნებათ თბილი ტემპერატურა აბაზანასა და ოთახში…“





