აშშ-ში ბოლო 100 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი ზამთრის შტორმი, „ფერნი“ მძვინვარებს. ვარაუდობენ, რომ ქარიშხლის შედეგები აშშ-ის 220 მილიონზე მეტ მცხოვრებზე აისახება.
უკვე გაუქმებულია 13 000-ზე მეტი ავიარეისი, რიგ ქალაქებში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია, ბევრ შტატში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობა სუპერმარკეტების დახლებს აცარიელებს. პროგნოზის მიხედვით, ქარბუქი, თოვლი და ყინულიანი წვიმა იქ მინიმუმ იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
24 იანვრის საღამოსთვის უამინდობამ ელექტროენერგიის გარეშე 139 ათასზე მეტი მომხმარებელი დატოვა და ეს რიცხვი იზრდება. გათიშვების უმეტესობა ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ფიქსირდება.
ნიუ-იორკში, ქუჩაში იპოვეს ამინდის პირობების გამო დაღუპული 3 ადამიანის ცხედარი: 67 და 30 წლის კაცების და ხანდაზმული ქალის.





