მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს მისი მეუღლე ბენი, როგორ ფუსფუსებს სამზარეულოში. ბენმა ცოლ-შვილს აჭარული ხაჭაპური, ლობიანი და ჩაშუშული მოუმზადა. როგორც ნუკი წერს, ბოლო ერთი წელია თავად საჭმელი არ გაუკეთებია.
„ნუ არ ვიცი… ვის ჰყავს კიდევ ბენი ჩემისთანა?! ბოლო ერთი წელია მე საჭმელი არ გამიკეთებია, რაც დავორსულდი ბენმა აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა და გვანებივრებს მე და ოვის. პრინციპში, მაგის ბრალია რომ ზედმეტი 20!!!!! კგ მაქვს“, – წერს ნუკი და ვიდეოს აქვეყნებს.
Post Views: 116





