სტუდია „ჩიპოლინო“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ჩვენი ბაღის მთელი კოლექტივი და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი პატარა აღსაზრდელის დედის – თამო დოლიძის გარდაცვალების გამო.
უფალმა ნათელში ამყოფოს თამოს სული.
ვუთანაგრძნობთ ჩვენს ელის, დედის გარდაცვალებას!!
ვუთანაგრძნობთ ოჯახს,ახლობლებს და ნათესავებს!!!უფალმა გამძლეობა მოგცეთ, რომ გაუძლოთ ამ უდიდეს ტკივილს!
ძალიან ვწუხვართ!“, – წერს სტუდია ჩიპოლინო.
როგორც ირკვევა, თამო დოლიძე აჭარიდან იყო. ის საკუთარ დაბადების დღეზე, 30 იანვარს გარდაიცვალა და როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.
Post Views: 2,302





