ქართველი ჟურნალისტი და ემიგრანტების აქტიური მხარდამჭერი, ხათუნა შარაძე, იტალიიდან უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ავრცელებს. ქალაქ პრატოში (Prato) პოლიციამ დაიწყო მასშტაბური რეიდები იმ მისამართების გადასამოწმებლად, რომლებიც მითითებულია permesso di soggiorno-ს განაცხადებში.
„იტალიაში გამკაცრდა საცხოვრებელი მისამართების კონტროლი permesso di soggiorno-ზე
ქალაქ Prato-ში დაიწყო აქტიური შემოწმებები იმ მისამართებზე, რომლებიც მითითებულია permesso di soggiorno-ს განაცხადებში. პოლიცია ადგილზე ამოწმებს ნამდვილად ცხოვრობს თუ არა ადამიანი აღნიშნულ domicilio-ზე ან residenza-ზე.
ადგილობრივი Questura di Prato-ს ინფორმაციით, უკვე 200-ზე მეტი საქმე შემოწმდა და თითქმის ნახევარი განაცხადი გადავიდა ხელახალ შეფასებაზე. მიზეზი ძირითადად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეუსაბამობაა.
დღეს უკვე „ფორმალური მისამართი საბუთებისთვის“ სერიოზულ რისკად იქცა:
თუ ინსპექტორი ადგილზე ვერ გიპოვით, საქმე შეიძლება შეჩერდეს და პროცედურა საგრძნობლად გაიწელოს.
ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა ემიგრანტისთვის: domicilio / ospitalità აღარ არის მეორეხარისხოვანი დეტალი.
AprioriTV-ს კითხვა პრატოში მცხოვრებ ქართველებს:
გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა permesso-ს მიღება ან განახლება დაგიგვიანდათ მხოლოდ მისამართის გამო?
მოვიდნენ თუ არა თქვენს საცხოვრებელზე შემოწმებაზე?
მოგვწერეთ კომენტარში ან პირად შეტყობინებაში თქვენი გამოცდილება სხვებისთვისაც გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.
გააზიარეთ პოსტი – „ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს“, – წერს ხათუნა შარაძე.





