იტალიელი, ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი რძალი, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც მის მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ „სთორს“ ეხმაურება.
„მეგობრებო, ჩემმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა სტატუსმა კითხვები გააჩინა, თუ რას უკავშირდებოდა კონკრეტულად ჩემი ეს „სთორი“. არა ერთი შეკითხვა შემომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა ეს ჩემს პირად ცხოვრებასთან კავშირში. გეტყვით რომ ეს სტატუსი არ ეხებოდა ჩემს პირადს. ეს სტატუსი უკავშირდებოდა ჩემს წამოსვლას „ზუმბა ფიტნეს ჯორჯიას“ ჯგუფიდან.
აქვე ვიტყვი, რომ ტექსტი, რომელიც დავწერე არ ეხება ჯგუფის ყველა წევრს. ამ ჯგუფში აგრძელებენ მოღვაწეობას ჩემთვის საყვარელი ადამიანები და მათ გულწრფელად დიდ წარმატებას ვუსურვებ. თუ ვის და კონკრეტულად რის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება არც მაგას გავაჟღერებ, რადგან შევინარჩუნებ კოლეგიალურობას.
ვისწავლე ტოქსიკური ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა. ვისაც თქვენი წარმატება და ბედნიერება აშინებს, სამწუხაროდ ასეთი ადამიანები არ იცვლებიან. საუკეთესო გამოსავალი ასეთ მანიპულატორ ადამიანებთან არის დისტანცია. ამით მათ ართმევთ ყველაზე ძვირფასს – თქვენს ენერგიას, რომლითაც ისინი იკვებებოდნენ“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
შეგასხენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარიამ შარმანაშვილმა შემდეგი სიტყვები გამოაქვეყნა :
„ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა ადგე და წამოხვიდე. წამოხვიდე იქიდან, სადაც შენს სიტყვას პატივს არ სცემენ. სადაც შენს სიკარგეში ეჭვი ეპარებათ. სადაც უბრალოდ შენი წარმატება და განვითარება აშინებთ.
მტკივნეულია ხოლმე წამოსვლა, მაგრამ უნდა გაბედო და წამოხვიდე. და გახსოვდეს, რომ სამყარო აუცილებლად შეგახვედრებს ადამიანებს, რომელთაც უანგაროდ შეუყვარდები. მიგიღებენ მოლოდინების გარეშე. და გულწრფელად შეძლებენ შენი წარმატების გაზიარებას“, – წერდა მარიამ შარმანაშვილი.





