„ასე შეგვაშინა…“ – როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი

„ასე შეგვაშინა…“ – როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი

ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, რომელიც მარიამ კოხრეიძეს, ურთულესი ოპერაციის გაკეთების დროს გვერდით ედგა, დღეს მარიამის არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში გვიიზარებს.

„ბოლო პეროდში უამრავი კომენტარი იწერება მარიამის მდგომარეობის შესახებ, როგორ არის და რატომ არ ჩანს. მარიამი ძალიან კარგად გრძნობს თავს და რამდენიმე დღეში ბრეკეტები უნდა გაუკეთდეს.

ცოტა პრობლემები ჰქონდა მარიამს, თამაშის დროს მარიამს სახეში მოხვდა ხელი, სახე გაუსივდა. გვყავდა ექიმთან და კარგად არის ყველაფერი. ასე შეგვაშინა მარიამმა და თვითონაც ძალიან შეშინებული იყო. როდესაც გაირკვა,
რომ არც იმპლანტი იყო დაზიანებული და არც სერიოზული ტრავმა ჰქონდა ხელის მოხვედრით, დამშვიდდა, გამხიარულდა, სახეც ჩაუცხრა და აღარ არის გასიებული.

რამდენიმე დღეში თბილისში უნდა წავიდეს, მისი ექიმი ჩამოდის და ვიზიტზე მივა. შემდეგ უკვე სტომატოლოგთანაც წავიყვანთ და ბრეკეტების გაკეთებაც დაიწყება მარიამისთვის“, – აცხადებს დავით ოქროპილაშვილი.

Leave a Comment