„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი…“, – ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარს შეესწრო.
„17.02.2026. ქუთაისი-ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე. ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ, გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, – წერს მგზავრი სოციალურ ქსელში.






