„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ გამარჯვებული გამოვლინდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი ჯავახამ მოიგო.
გამარჯვებისთვის, ფინალში 3 მონაწილე, ჯავახა, ორი მუზა და ლელუ იბრძოდნენ.
გთავაზობთ ლელუს პირველ კომენტარს, „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ.
„მეგონა, რომ მუზები მოიგებდნენ პროექტს. ვულოცავ ჯავახას გამარჯვებას, როგორი წარმატებითაც დაეწყო ეს წელი, უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს ცხოვრებაში“, – თქვა ლელუმ „პრაიმტაიმთან“.
„ჰაუსის“ გამარჯვებული „რუსთავი 2-სგან“ 40 ათას ლარს მიიღებს.
Post Views: 1,095





