ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში

“დიდი ტრაგედიაა. ვიცით, რომ ავტომანქანაში დეიდაშვილები და ასევე მათი ბიძაშვილები იმყოფებოდნენ” – რა დეტალები ხდება ცნობილი გურჯაანში მომხდარ ავტოავარიაზე, რასაც 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავ­ტო­ა­ვა­რი­ას გურ­ჯა­ან­ში სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, რო­მელ­თა შო­რის 2 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სო­ფელ მე­ლა­ან­ში გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, “ჰონ­დას” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ამობ­რუნ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა შეძ­ლო ორმა ადა­მი­ან­მა, სამი კი და­იწ­ვა. მათ შო­რის ერთი ბიჭი და ორი გოგო.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. მო­ზარ­დე­ბი სო­ფელ­ში არ­სე­ბულ სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ღა­მით, ეზოს სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­დნენ.

“დიდი ტრა­გე­დი­აა. ვი­ცით, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და ასე­ვე მათი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სულ 5 ახალ­გაზ­რდა.

გზი­დან გა­და­ვარ­დნი­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნა და აფეთ­ქდა. ამ­ბო­ბენ რომ სა­ჭეს­თან 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი იჯ­დაო. ზოგ­მა მო­ას­წრო გად­მოს­ვლა, თუმ­ცა სამი მათ­გა­ნი და­იწ­ვა.

გვი­ჭირს რა­მის თქმა, რად­გან ისე­თი ტრა­გე­დია რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც გა­უ­ჭირ­დათ”, – ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 2 ბიჭი (დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი) და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი, მე­რა­ბი­კო სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment