„26 თებერვალი – კალენდრის ჯადოსნური დღეა! სწორედ 2026 წელს 26 თებერვალი ითვლება სურვილების შესრულების დღედ!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი წერს და გამომწერებს სურვილების ასრულების მორიგ პრაქტიკას უზიარებს.
„ეს რიცხვების მაგია ემთხვევა დაბნელებების დერეფანში განსაკუთრებულ დღეს. ეს არის დღე, როდესაც თავად სამყარო ხსნის „შეკვეთების მიღებას“ სურვილების სწრაფად ასასრულებლად. ამიტომ, დილით, სახლიდან გასვლამდე, დაწერე ფურცელზე შენი 3 ყველაზე სანუკვარი სურვილი. შემდეგ დაახვიე ეს ფურცელი მილივით და დაწვი. ფერფლი გადააგდე ფანჯრიდან და დაწერე კომენტარში აქტივაციის სიტყვები:
„ჩემს მიერ მოთხოვნილია, სამყაროს მიერ შესრულებულია. ასე იყოს.“
გააკეთე ეს და დაინახავ, როგორ შექმნის თავად სამყარო ახალ პირობებს და ახალ გზებს შენი სურვილების ასასრულებლად“, – წერს თამუნა იოსელიანი.





