„გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა და დამპირდა, რომ შემდეგ ერთად წავიდოდით ვალენტინობაზე საბერძნეთში, მაგრამ…“ – მარი ნაკანმა მეუღლესთან დაშორების ერთ-ერთი მიზეზი გაამხილა

„გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა და დამპირდა, რომ შემდეგ ერთად წავიდოდით ვალენტინობაზე საბერძნეთში, მაგრამ…“ – მარი ნაკანმა მეუღლესთან დაშორების ერთ-ერთი მიზეზი გაამხილა

როგორც ცნობილია, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს – ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან, თითქმის 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

მარიმ ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. გამომწერების შეკითხვაზე, თუ რა იყო დაშორების მიზეზი, მარი პასუხობს:

„ასე ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ მე მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა, რომ მემკურნალა, და დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ წავიდოდით ერთად ვალენტინობაზე საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და სადღაც შუა გზაში, ალბათ, გიორგიმ ვეღარ გაუძლო ჩემს დეპრესიას, თუმცა სხვა მიზეზები მგონია მე, რაზეც ლაპარაკი არ მინდა… და ვალენტინობაზე მარტო წავიდა და მე დამტოვა. საერთოდ დამტოვა, დამშორდა. ეს იყო და ეს…”

ცნობისათვის, მარი ნაკანი ორი შვილის დედაა. უფროსი, ლიტა თავაძე, რომელიც მსახიობი და მოდელია, პირველ მეუღლესთან შეეძინა.

მეორე გოგონა, სოფო კი – გიორგი მამასახლისთან ქორწინებაში.

Leave a Comment