მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შრო­მით იმიგ­რან­ტსა და თვით­და­საქ­მე­ბულ უცხო­ელ­ზე შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მოს­ცა.

დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აწერს ხელს, 20 თე­ბერ­ვლით თა­რიღ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა 2026 წლის 1 მარ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს შრო­მით იმიგ­რან­ტსა და თვით­და­საქ­მე­ბულ უცხო­ელ­ზე შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მის წესს; შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბას; შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მის პი­რო­ბებს; შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­სა­ცე­მად სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას; შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რებს; ასე­ვე, შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის გა­ცე­მა­ზე/გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლებს; ასე­ვე, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­ტრო­ლი.

დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია, იმ პრო­ფე­სი­ე­ბი­სა და შრო­მი­თი/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­ზეც და­წე­სე­ბუ­ლია წლი­უ­რი კვო­ტე­ბი.

„შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-5 მუხ­ლის „ე1“ ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ამ და­ნარ­თით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმ პრო­ფე­სი­ე­ბი­სა და შრო­მი­თი/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­ზეც კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა გა­ი­ცე­მა ამა­ვე და­ნარ­თის მე-2 პუნ­ქტში გან­სა­ზღვრუ­ლი კვო­ტე­ბის ოდე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

წლი­უ­რი კვო­ტე­ბი წეს­დე­ბა შემ­დეგ პრო­ფე­სი­ებ­სა და შრო­მით/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბებ­ზე:

  • ა) შრო­მით/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბას, წლი­უ­რი კვო­ტაა – 0;
  • ბ) შრო­მით/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნას­თან, წლი­უ­რი კვო­ტაა – 0;
  • გ) შრო­მით/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტუ­რის­ტე­ბის­თვის გი­დე­ბის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას­თან, წლი­უ­რი კვო­ტაა – 0;
  • დ) შრო­მით/სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტუ­რის­ტე­ბის­თვის სამ­თო, ალ­პუ­რი და სა­თხი­ლა­მუ­რო გამ­ყო­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას­თან, წლი­უ­რი კვო­ტა – 200.

ამ და­ნარ­თის მე-2 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვო­ტე­ბი არ ვრცელ­დე­ბა ამ წე­სის მე-5 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის „ზ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე”, – ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

Leave a Comment