ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებისას ატირდა.
“ალაჰ აკბარ, ღრმა მწუხარებით ვაცნობებ ირანელ ერს, რომ დიდი აიათოლა ალი ხამენეი, ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერი შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის ერთობლივი დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად დაიღუპა”, – თქვა ტელეწამყვანმა, რის შემდეგაც ცრემლები ვეღარ შეიკავა.ამ დროს ეთერში ისმოდა ასევე სტუდიაში კადრს მიღმა მყოფი ადამიანების ტირილის ხმაც.
ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.
მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის “მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა
წყარო : Palitravideo.ge





