ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებისას პირდაპირ ეთერში ატირდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებისას პირდაპირ ეთერში ატირდა

ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის წამ­ყვა­ნი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ატირ­და.

“ალაჰ აკბარ, ღრმა მწუ­ხა­რე­ბით ვაც­ნო­ბებ ირა­ნელ ერს, რომ დიდი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი, ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სი­ო­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის ერ­თობ­ლი­ვი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა”, – თქვა ტე­ლე­წამ­ყვან­მა, რის შემ­დე­გაც ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა.ამ დროს ეთერ­ში ის­მო­და ასე­ვე სტუ­დი­ა­ში კადრს მიღ­მა მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ტი­რი­ლის ხმაც.

ცნო­ბის­თვის, ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზია ადას­ტუ­რებს, რომ ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

მე­დი­ამ ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ხა­მე­ნე­ის და­ღუპ­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს და ამა­ში აშშ-სა და ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლებს.გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ხა­მე­ნე­ის “მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი მჩაგ­ვრე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში აჯან­ყე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა“.ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ლიკ­ვი­და­ცია შა­ბათს დი­ლით თავ­დას­ხმი­სას დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში, სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და

წყარო : Palitravideo.ge

Leave a Comment