აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს “ტერორისტული აქტი” უწოდა და დაგმო ის.
💬 „დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ საძაგელ ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, — თქვა ილჰამ ალიევმა.
Post Views: 2,653





