ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი თამაში CBS Sports-ის ეთერში, ლეგენდარულ დანიელ მეკარე პეტერ შმეიხელთან შეაფასა:
პეტერ შმეიხელი – სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყავი. თუმცა, ტელეკამერებმა რამდენჯერმე დაგაფიქსირეს და ძალიან იმედგაცრუებული ჩანდი იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყავი, შემდეგ კი შემოხვედი და მატჩის საუკეთესო გახდი. როგორ შეაფასებ ამას?
კვარაცხელია – რა თქმა უნდა, მესმის. ვფიქრობ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უხაროდეს. თუმცა, ვიცით, რომ შეტევაში ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, ამიტომ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ თუ 90-ს, მინდა 100%-ით დავიხარჯო. დღესაც ასე მოვიქეცი, თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა – ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩელსი სამბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ წინ შემდეგი თამაშია და ფოკუსირებულები უნდა დავრჩეთ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა.





