ლეგენდარული ტიერი ანრის წარმოუდგენელი სიტყვები კვარაცხელიას მისამართით – რა თქვა ხვიჩას დუბლის შემდეგ ანრიმ კვარაზე ?

ლეგენდარული ტიერი ანრის წარმოუდგენელი სიტყვები კვარაცხელიას მისამართით – რა თქვა ხვიჩას დუბლის შემდეგ ანრიმ კვარაზე ?

ხვიჩა კვარაცხელიას “ჩელსისთან” თამაში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ შეაფასა.

„ძალიან მომეწონა ის, რაც ვიტინიას გოლის დროს გააკეთა. შეეძლო თავად დაერტყა, თუმცა პასი გააკეთა და ვიცით, როგორ დაასრულა ეს მომენტი ვიტინიამ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა ხარისხის მოთამაშეა ხვიჩა.

ბოლო პერიოდში საქმეები ისე არ მიდიოდა, როგორც თავად ისურვებდა, თუმცა მას კონკრეტული დავალება მისცეს. არ გაბუტულა იმის გამო, რომ სკამზე დარჩა — მოედანზე სწორედ ისეთი რეაქციით შევიდა, როგორიც საჭიროა: გადიხარ მინდორზე და გარდატეხას ახდენ. მან ეს შეძლო!

როდესაც გყავს კვარაცხელიასნაირი ბიჭი, რომელსაც შეუძლია სკამიდან ჩაერთოს, დემბელესთან ერთად ითამაშოს, ფლანგები ცვალოს… თავიდანვე ვთქვი: თუ ეს გუნდი „აიწყვიტავს“, მეტოქეებს დიდ პრობლემებს შეუქმნიან.

არსებობს ერთი რამ, რაც ამ გუნდში მომწონს და რაც თავად კვარაცხელიამაც დაამტკიცა – გაქვს უფლება, იყო ნაწყენი, როცა სკამზე გსვამენ, მაგრამ მოედანზე ნაწყენი არ უნდა გახვიდე იმ ფიქრით, რომ „ძირითადში უნდა ვყოფილიყავი“. როდესაც კვარა თამაშში ჩაერთო, ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ეს ბრაზი საქმედ აქცია: გაიტანა ორი გოლი, გააკეთა ასისტი… აი, ზუსტად ასეთი დამოკიდებულებაა საჭირო წარმატებისთვის.“

Leave a Comment