საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს :
⚫️ სამძიმარი
⛪ ამა წლის 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური).
▪ მონაზონი თეოდოსი ხვალ, 13 მარტს დასვენებული იქნება თბილისში, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში. ხოლო შაბათს, 14 მარტს იგი გადასვენდება სანაგირის მამათა მონასტერში, სადაც დაიკრძალება იმავე დღის 14:00 საათზე.
▪ მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ თეოდოსის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
🕯️ უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
🕯️ გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი თეოდოსი.





