ყიფშიძეების ცნობილი ოჯახის გარშემო ვნებები არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყიფშიძე ცოლს, ენი გასოევას სამი წლის წინ ხმაურიანად დაშორდა, პერიოდულად საჯარო კონფლიქტი ისევ იფეთქებს ხოლმე. ამჯერად ამბის გმირები გიორგის უფროსი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე და გიორგის მესამე ყოფილი ცოლი გახდნენ. მიზეზი ეკა ხოფერიას პოდკასტში ნატალია ყიფშიძის მიერ მოყოლილი ისტორია გახდა.
- ნატალია ყიფშიძე: “გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა…“
ეკა ხოფერიას პოდკასტს სტუმრად ყიფშიძეების მთელი ოჯახი – ზურა, გიორგი, ლენუკა და ნატალია ეწვივნენ. ინტერვიუს დროს ნატალიამ გიორგის შვილებზე, კოსმოსა და ლუნაზე საუბრისას აღნიშნა, თუ როგორ უწევდა მამას ბავშვების მარტო გაზრდა და რა სირთულეებს აწყდებოდნენ ამ პერიოდში:

“კოსმო კორონის ბავშვია. მაშინ მისი ყოფილი მეუღლე და გიორგი სხვაგან ცხოვრობდნენ, წერეთელზე, მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ონლაინ ვიყავი. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მერე მივხვდი, რომ ნამეტანია, ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს. მერე მეორეც გაჩნდა – ლუნჩიკა. მერე ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა, მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ ვსწავლობდი, მაგ დროს დავიწყე სერიალში გადაღება, კატა მყავდა, რომელსაც ძალიან დიდი მოვლა სჭირდებოდა, ვუყურებდი, რომ გიორგი რეალურად სულ მარტო აღმოჩნდა.“
- ენი გასოევას პასუხი: “ეს არის სირცხვილი“
ნატალიას ამ სიტყვებმა გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლის, ენი გასოევას გაღიზიანება გამოიწვია. მან “ინსტაგრამზე” ვიდეო გააზიარა და ნატალიას ბრალდებებს საჯარო პოსტით უპასუხა.
“აი, ახლა კი ვისაც რა გინდათ ის მომწერეთ, რაც გინდათ თქვით, მაგრამ ნატალია რასაც საუბრობს, ეს არის სირცხვილი. სულ რომ ეგრე ყოფილიყო, ხმას როგორ ამოვიღებდი საჯაროდ. მაგრამ რეალობა სხვანაირად იყო და ამას აუცილებლად მოვყვები. ვინც მიცნობს და მაგ პერიოდში კონტაქტი ჰქონდა, არაერთ ადამიანს, ყველამ კარგად იცის რეალურად რა და როგორ იყო, ამაზე ძალიან მალე ჩავწერ ვიდეოს.
შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი. მაგრამ ოჯახის ამბებს, სულ რომ ეგრე ყოფილიყო, რა გამომატანინებდა გარეთ. მეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, რაც ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა და ასე არ გამოვსულვარ და გაურკვეველი მიზეზების გამო არ მითქვამს. ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას. უბრალოდ ეგაა, თავმოყვარეობა გაქვს, ან – არა. და რაც შეეხება კატას, მაქსიმუმ ორი წელია, რაც ჰყავს. კატას მოვლა სჭირდებოდა ძალიან დიდიო, სიგიჟეა”, – წერს ენი გასოევა.

- წარსული სკანდალები
შეგახსენებთ, რომ ეს ყიფშიძეების ოჯახსა და ენი გასოევას შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. სამი წლის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ენი უცნობ მამაკაცს კოცნიდა. მაშინ გიორგის დამ ლენუკა ყიფშიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ენი უკვე ექვსი თვის განმავლობაში აღარ იყო მათი ოჯახის რძალი.
ხანგრძლივი სკანდალებისა და ურთიერთგამომრიცხავი ინტერვიუების სერიის შემდეგ, ენიმ საბოლოოდ დატოვა ყიფშიძეების სახლი. ამჟამად მსახიობი გიორგი ყიფშიძე ორ მცირეწლოვან შვილს დამოუკიდებლად ზრდის
წყარო : Ambebi.ge





