17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რითაც დასრულდა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი. მისი ეპოქა – სავსე სულიერი აღმავლობითა და ურთულესი განსაცდელებით, სამუდამოდ დარჩება ქართველთა მეხსიერებაში. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიმბოლური დამთხვევები ხშირია, თუმცა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ლაპარაკია ახალგაზრდა მონაზონზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ახლო ნათესავია და მას ვიზუალურადაც საოცრად ჰგავს.
2026 წლის 15 მარტს, პატრიარქის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის მონასტერში მნიშვნელოვანი საეკლესიო რიტუალი აღსრულდა. ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი გრიგოლი (ნადიბაიძე).
ყველაზე სიმბოლური კი ის აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ბერს სახელი ილია ეწოდა.





