მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

„აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Comment