პატრიარქის დედის ნატალია კობაიძეს წერილი მის შვილს (პატრიარქს) :
„შვილო, ირაკლი! გიწერ ახლა წერილს და მოგილოცავ შობა-ახალ წელს, ჩემო გულო და სულო. მრავალ ბედნიერ დღეს დაესწარი, მშვიდობით და გახარებით, ჯანმრთელობით, დიდხანს სიცოცხლით. ჩვენი დარდი ნუ გექნება, კარგად ვართ. შენ იყავ კარგად და ეს იქნება ჩვენი სიცოცხლე და გახარება.
ირაკლი, მივიღეთ შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და , რა თქმა უნდა, გავიხარეთ. შვილო, ჩვენ იოლად გავდივართ. იქნებ , გჭირდებოდა, დაიკელი და ჩვენ გამოგვიგზავნე, გენაცვალოს დედა.
შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს. ღმერთი იყოს შენი მფარველი, ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე.
ვთხოვ, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან.
გწერს შენი დედა, შენი გზის მაყურებელი”
Post Views: 536





